▼რელიგია

“ქრისტე აღსდგა”

large

დღეს მართმადიდებელი სამყარო მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, ყველა მართმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს .
უფლის ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა უდიდესი სასწაულია და ადამიანის ცოდვებისგან დახსნას უკავშირდება. აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისთვის.

დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.

10291068_722781647764608_4351213033268777528_n

დღევანდელ დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული.

ამ დღეს მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღევანდელ დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.

გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. (more…)

დიდი ხუთშაბათის მსახურება

1ce1102252

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება). (more…)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ნათლულებს შორის ქორწინების თაობაზე

загруженноеსაქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II წამოიწყო ინიციატივა მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამისა და მომდევნო ბავშვის მონათვლასთან დაკავშირებით.  დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II უკვე რამოდენიმე ათასი ნათლული ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება უპრეცედენტო დემოგრაფიული ზრდა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი პატრიარქის ინიციატივამ უკვე მოიტანა დიდი შედეგი.

(more…)

გამოხმაურება საშობაო ეპისტოლეზე

26D78146-A2E6-416F-9F94-C2928B1C9159_mw1024_n_s
პატრიარქის საშობაო ეპიტოლეს საკმაოდ  ბევრ თემაზე გამახვილდა ყურადება, თუმცა აზრთა  სხვადასხვაობა  გამოიწვია სუროგაციამ და ხელოვნურმა განაყოფიერებამ, სადაც პატრიარქი  ასეთ ბავშვებს პრობლემატურებს უწოდებს.

საშობაო ეპისტოლე
“შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი  იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის,  მიუსაფრობისათვის და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც კი, რომ გაიზარდოს  მუცლად ყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფრით შეცვლის და ეს აუცილებლად  იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.
პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვები რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით  დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად  განვითარდა…”
(more…)

მამა გაბრიელის საფლავთან დაკავშირებული მოვლენები

სამთავრებოს მონასტერი რამდენიმე დღეა მიმლოცველების რაოდენობას ვერ იტევდა. მამა გაბრიელის საფლავზე მორწმუნეები საქართველოს თითქმის ყველა კუთკიდან მიდიოდნენ. საფლავთან ხალხმრავლობის მიზეზი სოციალური ქსელით გავრცელებილი ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც დედა პარასკევას ხილვა ჰქონდა.
მომლოცველთა ნაწილი 6 იანვარს დედათა მონატერში სურვილების ასასრულებლად მივიდა. ისინი ამბობდნენ რომ ორი ნატვრა მათ იმ შემთხვევაში აუსრულდებოდათ თუ მამა გაბრიელის საფლავს შობის დადგომამდე მოილოცავდნენ.
69507_1406668882910922_2049621317_n
(more…)